თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი იწყება
7 მარტიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი იწყება, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. როგორც მან აღნიშნა, მესამე ეტაპის სამუშაოები, რომელიც კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე მიმდინარეობდა, უახლოეს დღეებში დასრულდება და მოძრაობა აღდგება. ამის შემდეგ კი, მომდევნო ეტაპი დაიწყება. „ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია. სამუშაოების განხორციელება გასულ წელს […]