Thursday, 25 June 2026
$ 2.65
3.00
£ 3.48
0.04
0.06

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო მარათონში თავისი პოზიციები კიდევ უფრო მეტად გაიმაგრა

ჯო ბაიდენმა კიდევ უფრო მეტად გაიმაგრა „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო მარათონში თავისი პოზიციები და მეორე სუპერ სამშაბათის შიდა პარტიულ არჩევნებზე ოთხ შტატში და მათ შორის ყველაზე მთავარ, მიჩიგანის შტატში გამარჯვებით და რამდენიმე ყოფილი მოწინააღმდეგის მხარდაჭერით ბერნი სანდერსთან დიდი უპირატესობა მოიპოვა თავად გახდეს ივლისში პარტიის ყრილობაზე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი და „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეტოქე თეთრი სახლისათვის […]

admin11.03.2020

პუტინმა არ გამორიცხა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ გამორიცხა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მან პარლამენტს უთხრა, რომ პირველ რიგში ამგვარი ნაბიჯის გადასადგმელად მას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დართოს ნება. იგი ხელისუფლების სათავეში უკვე 20 წელიწადია და ამჟამინდელი კანონმდებლობით მას პრეზიდენტის პოსტზე ზედიზედ მხოლოდ ორჯერ კენჭისყრის უფლება აქვს და მისი ამჟამინდელი მეორე ვადა 2024 წელს […]

admin10.03.2020

2019 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 347.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2019 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 347.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია (+102.9%-ით) 2018 წლის მეოთხე კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 1267.7 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, 2.5 მლნ-ით მეტი წინა წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ წლიური მონაცემების მიხედვით, რეკორდულია რეინვესტირების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში […]

admin10.03.2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-ამდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ამ დროისთვის 23 ადამიანის ინფიცირებაა დადასტურებული. აღნიშნულის შესახებ მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ამასთან, კარანტინის რეჟიმში – 126, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 46 ადამიანი იმყოფება.

admin10.03.2020

სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე უცხოეთში დაგეგმილი ვიზიტები გააუქმა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უცხოეთში დაგეგმილი რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი გააუქმა. „მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინაციით, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები. გასაჯაროებამდე, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ეცნობა ჩვენს პარტნიორებს“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

admin10.03.2020

ამირან გამყრელიძე: „კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება კონტროლირებადია“

პირდაპირ გეტყვით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება კონტროლირებადია, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ შეცვლილა და ის კვლავ 15-ს შეადგენს. „სულ გვქონდა 466 შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა შესაბამის ლაბორატორიულ კვლევას. ყველა გატესტილია, ზოგი ორჯერ. აქედან, დღევანდელი მონაცემებით, […]

admin10.03.2020

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჰუბეის პროვინციასა და ვუხანში დაავადების გავრცელება „შეჩერებულია“

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ვუხანს ესტუმრა, კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრს, და პეკინს გზავნილი მიაწოდა, რომ მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. მისი ვიზიტი ვუხანში იმ ფონზე შედგა, რაც ჩინეთმა გამოაცხადა, რომ სამშაბათს ვირუსით ყველაზე მცირე რაოდენობის, მხოლოდ 19 ადამიანის ინფიცირებას ჰქონდა ადგილი – ყველა შემთხვევა ვუხანში მყოფთ დაუდგინდა, გარდა ორი პირისა, რომლებიც საზღვარგარეთიდან ჩავიდნენ იქ. ჩინეთმა კორონავირუსის აფეთქების დღიდან […]

admin10.03.2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და ბათუმში კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში, კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს, – აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ვარლამ მალანიამ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. “ბრალდებულებმა 13 სხვადასხვა მოქალაქის პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწიეს მათ კუთვნილ ინტერნეტ-ბანკისა […]

admin10.03.2020

მამუკა მდინარაძის განცხადებით, კახა ოქრიაშვილის გარდა, 120/30-ზე საარჩევნო მოდელს ყველა მაჟორიტარი დეპუტატი მხარს უჭერს

მმართველი გუნდის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატები 120/30-ზე საარჩევნო მოდელს მხარს უჭერენ, გამონაკლისი მხოლოდ კახა ოქრიაშვილია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. როგორც მან აღნიშნა, მაჟორიტარ დეპუტატებს ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვთ. „კითხვებზე პასუხებია გაცემული, რაც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ყველა მაჟორიტარისთვის. გამონაკლისია კახა ოქრიაშვილი, რომელიც საკმაოდ ხისტ პოზიციაზე იყო და დღესაც ასეთივე ხისტ პოზიციას აფიქსირებს, […]

admin10.03.2020

ირაკლი კობახიძემ განაცხადა თუ როგორ შეიძლება გადანაწილდეს 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30 მოდელის პირობებში 30 მაჟორიტარული ოლქი

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 120/30 მოდელზე შეთანხმების შემდეგ, რაც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, დღის წესრიგში 30 მაჟორიტარული ოლქის გადანაწილების საკითხი დგება. მმართველ პარტიას ამ დროისთვის გარკვეული მონახაზი გააჩნია. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასათვალისწინებელია რეგიონების სპეციფიკა და საზღვრები. „მონახაზი შემუშავებული გვაქვს. დიდი მანევრირების საშუალება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ […]

admin10.03.2020