ანრი ოხანაშვილი: საპარლამენტო უმრავლესობა ვაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, კარანტინის წესების, მათ შორის, თვითიზოლაციის წესების დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად
„ახალი კორონავირუსი (COVID 19) 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირთა ნაწილი იმყოფება ე.წ. თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეში. თუმცა, არის ცალკეული შემთხვევები, რა დროსაც, სამწუხაროდ, ეს პირები არ იჩენენ სათანადო სამოქალაქო პასუხისმგებლობას და არღვევენ თვითიზოლაციისა და კარანტინის რეჟიმს, რითიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან ჩვენი საზოგადოების […]