Thursday, 16 July 2026
$ 2.63
3.01
£ 3.53
0.03
0.06

„ლიბერთი ბანკში“ პენსიის დარიგება მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს

„ლიბერთი ბანკში“ პენსიის დარიგება მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს. რო­გორც ბან­კში აცხა­დე­ბენ, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, “ლი­ბერ­თი ბან­კის” სერ­ვის ცენ­ტრებ­ში ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ხდე­ბა დე­ზინ­ფექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, ბან­კო­მა­ტე­ბი და სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბი იწ­მინ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად. პენ­სი­ის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბის ძი­რი­თად­მა ნა­წილ­მა, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, კუთ­ვნი­ლი პენ­სია უკვე ბან­კო­მა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ი­ღო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იცა­ვენ რე­კო­მენ­დე­ბულ – 1 მეტ­რის დის­ტან­ცი­ას. ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნა ბან­კის­თვის იყო სწრა­ფი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, რი­გე­ბის გან­ტვირ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამი­სათ­ვის, სერ­ვი­სი “პენ­სია ჩა­რი­ცხვამ­დე” უკვე თე­ბერ­ვლი­დან ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და ლი­ბერ­თის ბან­კო­მა­ტებ­ში და სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ამ პრო­დუქ­ტით უკვე ისარ­გებ­ლა 285 000-ზე მეტ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა. სერ­ვის ცენ­ტრებ­ში ნა­კა­დის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, “ლი­ბერ­თიმ” უკვე გა­ნა­ცხა­და სეს­ხე­ბის 3-თვი­ა­ნი სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ. ასე­ვე, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სპე­ცი­ა­ლუ­რად აღ­ჭურ­ვი­ლი მან­ქა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­ნა­წილ­და რე­გი­ო­ნებ­ში ყვე­ლა­ზე მეტი დატ­ვირ­თუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად სერ­ვის ცენ­ტრის გა­რეთ მომ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ მომ­ხმა­რებ­ლებს და თა­ვი­დან აე­რი­დე­ბი­ნათ ადა­მი­ა­ნე­ბის თავ­შეყ­რა და­ხუ­რულ სივ­რცე­ში.

admin16.03.2020

მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღო

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 1. 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის; 2. დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები; 3. კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და […]

admin16.03.2020

პარიზი-თბილისის რეისით ჩამოსულ მგზავრს, რომელიც თელავში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

პარიზი-თბილისი რეისზე ჩამოსულ მგზავრს, რომელიც თელავში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს. მისი თქმით, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში მოთავსებული მგზავრებიდან 47 წლის ქალს, ჩამოსვლიდან მეორე დღეს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ის, ჯერ რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე განმარტებით, […]

admin16.03.2020

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის გამო, ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

admin16.03.2020

საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საწინააღმდეგოდ ადგილობრივ ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოს მოქალაქეებს  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის (COVID-19)  გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვების შესახებ აფრთხილებენ. როგორც ცნობილია მსოფლიოს ბევრმა  ქვეყანამ  ვირუსის  გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით შემოიღო საგანგებო რეჟიმი, რაც გულისხმობს მთელ რიგ შეზღუდვებს სხვადასხვა მიმართულებით. საქართველოს საელჩოები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დაწესებულია საგანგებო რეჟიმი და შეზღუდვები,  საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვეყნებენ შესაბამის გაფრთხილებებს. შესაბამისი რეკომენდაცია/ გაფრთხილება უკვე გამოქვეყნდა შესაბამის ქვეყნებში საქართველოს საელჩოების სოციალური ქსელისა და ვებ-გვერდებზე: საქართველოს საელჩო ავსტრალიაში: http://e.gov.ge/ijQcO საქართველოს საელჩო ავსტრიაში: http://e.gov.ge/tRKqg […]

admin16.03.2020

20 მარტის 24 საათიდან საქართველო-თურქეთის მიმართულებით ფრენები იზღუდება

20 მარტის 24 საათიდან საქართველო-თურქეთის მიმართულებით ფრენები იზღუდება, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “როგორც ცნობილია, თურქეთის რესპუბლიკამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში დააწესა მთელი რიგი შეზღუდვები, როგორც „თურქეთის ავიახაზების“ საერთაშორისო ფრენებზე, ისე სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების მხრივ. მათ შორის, როგორც ცნობილია საქართველო და თურქეთი შეთანხმდნენ შეზღუდონ ფიზიკური პირების გადაადგილება სახმელეთო საზღვარზე სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის […]

admin16.03.2020

368 ადამიანი დაიღუპა ბოლო 24 საათში იტალიაში, სადაც უკვე ახალმა კორონავირუსმა 1 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

იტალიამ კორონავირუსით დაღუპულთა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ბოლო 24 საათის განმავლობაში იქ 368 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან ლომბარდიის რეგიონში 252, საერთო ჯამში კი ახალ კორონავირუსს იტალიაში უკვე 1 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 2 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 100-ზე მეტი კი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში. ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა შაბათის შემდეგ 14-ით გაიზარდა და […]

admin15.03.2020

საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს დილით ტელეფონით ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღის ფორმატი) ფარგლებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრს გრიგორი კარასინს. კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა […]

admin15.03.2020

თბილისში მოქმედი უფასო სასადილოების ბენეფიციარებს, ორშაბათიდან, მერიის მიერ დატრენინგებული მოხალისეთა ჯგუფები მოემსახურებიან

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქში მოქმედ 62 უფასო სასადილოში დამატებითი საპროფილაქტიკო ღონისძიებები გატარდეს. დამატებით სერვისებს მერიის მიერ დატრენინგებული ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფები ორშაბათიდან განახორციელებენ. პროცესში მოხალისეებად ჩართვის სურვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გამოთქვეს. ახალგაზრდა მოხალისეებს დღეს, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი რაიონების გამგებლებთან ერთად შეხვდა და მათ ახალ მომსახურებასთან დაკავშირებით […]

admin15.03.2020

სკოლებს დაევალათ, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსების მიწოდება უზრუნველყონ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას საგანმანათლებლო და აკადემიურ გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო ხელს შეუწყობს სკოლებს, მოახდინონ საკუთარი სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები იყოს მიღწეული. ამ მიმართულებით, […]

admin15.03.2020