Thursday, 25 June 2026
$ 2.65
3.00
£ 3.48
0.04
0.06

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და კვლავ 15-ს შეადგენს. […]

admin10.03.2020

პაატა იმნაძემ განმარტა, რა შემთხვევაშია გადამდები კორონავირუსი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა, რა შემთხვევაშია გადამდები კორონავირუსი. „ინფექცია გადამდებია როცა ხელს სახეზე მიიდებთ. ხელზე არაფერი გადაგედებათ, ხელიდან ვირუსი არ შეიჭრება, მაგრამ ხელით როცა შეეხებით ცხვირს ან თვალს, ვირუსი ორგანიზმში ხვდება. ხელის დაბანა დეზინფიცირების ყველაზე კარგი საშუალებაა, ამიტომ ხელი ხშირად უნდა დავიბანოთ, ვიდრე სახეზე […]

admin10.03.2020

იტალიამ მთელი მოსახლეობა – 60 მილიონი ადამიანი – საგანგებო მდგომარეობის ქვეშ მოაქცია

იტალიამ კორონავირუსის აფეთქების გამო საგანგებო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა, რაც მოიცავს სამგზავრო შეზღუდვებს და საჯარო შეკრებების აკრძალვას. პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტიმ ბრძანება გამოსცა, რომელიც ადამიანებს სახლში დარჩენას და გადაუდებელი მგზავრობის საჭიროებისას ნებართვის აღებას ავალდებულებს. სატელევიზიო მიმართავაში მან თქვა, რომ აღნიშნული ზომები ყველაზე მეტად მოწყვლადი ადამიანების დაცვას ემსახურება. „დრო უკვე მეტად აღარ ითმენს“, განაცხადა მან. […]

admin10.03.2020

„საუკეთესო კულტურული ქალაქი 2020“ – თბილისი LCD Berlin Awards-ის გამარჯვებულია

ბერლინში, LCD Berlin Awards გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიალზე საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა და 2020 წლის საუკეთესო კულტურულ ქალაქად დასახელდა. LCD Awards მიზანია ტურისტებს უახლესი სამოგზაურო ადგილების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომელიც კულტურულ და სათავგადასავლო მიმართულებას მოიცავს. LCD Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალზე 28 ქვეყნის 50 კულტურული მიმართულება იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ჯილდო 18-მა ტურისტულმა მიმართულებამ მიიღო. 2020 […]

admin10.03.2020

ამირან გამყრელიძე: „ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს“

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები მოიმატებს, რადგან საქართველო მსოფლიოს ნაწილია, მსოფლიოში კი, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 ათასი შეადგინა, მათ შორის 7 ათასს გადააჭარბა სამხრეთ კორეაში. მაღალია მაჩვენებელი ირანსა და იტალიაში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი განცხადებით, მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს ყველა ადგილზე, მათ შორის მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მოქალაქეთა შემოსვლა მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან. მისივე თქმით, სიფრთხილე […]

admin09.03.2020

გიორგი მარგველაშვილი: „არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მინდა, უფრო გლობალურ პროცესში შევიტანო დეტალები“

არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესში ვიქნები, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეკრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. „მე არ განმიხილავს მაჟორიტარად კენჭისყრა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ამ პარტიების მიერ შემდეგ იქნება საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აქამდე ითანამშრომლეს, რა განწყობაც დამხვდა ამ ოთახში – გამარჯვების, თანამშრომლობის და ერთიანი მიზნის ხედვის, […]

admin09.03.2020

​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და მათგან რეგიონში განხორციელებული სამუშაოებთან და კორონავისურის პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოისმენს. სალომე ზურაბიშვილი შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრსა და ასოციაცია “მერკურის” ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფარს ეწვევა და ბენეფიციარებს მოინახულებს. დღესვე პრეზიდენტი ზუგდიდში ემიგრანტთა პარკს, ბოტანიკურ ბაღს და დადიანების სასახლის რესტავრირებულ კორპუსს […]

admin09.03.2020

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დააკავეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის, გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ.შ., დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორმა დ.შ-მ მის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ, არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის […]

admin09.03.2020

საქართველოდან საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია, […]

admin09.03.2020

არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020-2024 წლებს შორის ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 2020 წლის მოდელით

იმ შემთხვევაში თუკი 2020 წლიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში, მაშინ ის იმავე პრინციპით ჩატარდება, როგორითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ანუ 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე. „შევთანხმდით მნიშვნელოვან პრინციპზე, რომ 2020 წლიდან 2024 წლის ჩათვლით თუ საჭირო გახდა რიგგარეშე […]

admin09.03.2020