Tuesday, 06 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.45 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

ეროვნული ბანკი: მაისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 6.0%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.4%-ით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ცენტრალური ბანკის ცნობით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7543-დან 2.7424- მდე, ანუ 0.4%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ – 3.0894-დან 3.0976-მდე, ანუ 0.3%-ით გაუფასურდა. თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7334 და 3.0969 შეადგინა. საანგარიშო პერიოდში […]

admin08.07.2025

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში […]

admin08.07.2025

ტეხასის შტატში წყალდიდობას სულ მცირე 82 ადამიანი, მათ შორის 28 ბავშვი ემსხვერპლა

სულ მცირე 82 ადამიანის დაღუპვა დაადასტურეს ცენტრალურ ტეხასში წყალდიდობისას,, ხოლო 41 დაკარგულად მიიჩნევა. მსხვერპლთა შორის 28 ბავშვია. ათი გოგო ჯერ კიდევ დაკარგულადაა გამოცხადებული. 68 ადამიანი, მათ შორის 28 ბავშვი კერის ოლქში ემსხვერპლა წყალდიდობას, სადაც მდინარის პირას მდებარე ქრისტიანი გოგონების ბანაკი დაიტბორა. 10 გოგო და კონსულტანტი ბანაკიდან – „მისტიკა“ ამ დრომდე დაკარგულებად არიან გამოცხადებული. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დაღუპულთა […]

admin07.07.2025

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა სირიის მთავრობას აფხაზეთისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გაუქმებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და ახალი, არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პორტოს დეკლარაციით მოუწოდებს სირიის მთავრობას, „გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, „ასამბლეა უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, ლეგიტიმურობა მიანიჭოს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ „არჩევნებს“, მათ შორის 2025 წლის 2 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ […]

admin04.07.2025

ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 4.0 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.2 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე […]

admin03.07.2025

ეროვნული ბანკი: 2025 წლის აპრილთან შედარებით, მაისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 140 მლნ ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის მაისის ბოლოსათვის 58.92 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე 140.41 მილიონი ლარით, ანუ 0.24%-ით მეტია. დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 11.94% შეადგინა. ცენტრალური ბანკის ცნობით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 811.40 მილიონი ლარით, ანუ 2.94%-ით, ხოლო […]

admin02.07.2025

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია (GNPF), Gym Breeze-ისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით, თბილისში პირველად მასპინძლობს პადელის მსოფლიო ტურის ოფიციალურ ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025. ტურნირში მონაწილეობენ პროფესიონალი პადელის მოთამაშეები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან, მათ შორის, ესპანეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ეგვიპტის, საფრანგეთს, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, ინდოეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ყაზახეთის, ისრაელის, თურქეთის, სომხეთის და […]

admin02.07.2025

საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

30 ივნისს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს […]

admin01.07.2025

დონალდ ტრამპმა სირიისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის ბრძანებას ხელი მოაწერა

სირიის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ხელს ართმევს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ერ-რიადში, საუდის არაბეთში, 2025 წლის 14 მაისი. ბანდარ ალჯალუდი/საუდის სამეფო სასახლე AP აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სირიის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნის ბრძანებას. ამის შესახებ „ეი-ბი-სი ნიუსი“ წერს. სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში, თუმცა კვლავ სანქცირებულები დარჩებიან ქვეყნიდან გაქცეული სირიის ყოფილი პრეზიდენტი […]

admin01.07.2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალ მინისტრად მინდა, წარმოგიდგინოთ ბატონი გივი მიქანაძე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გივი მიქანაძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით და სიღრმისეული აკადემიური განათლება. „ორი სიტყვა მინდა ვთქვა მის გამოცდილებასთან დაკავშირებით უშუალოდ განათლების, მეცნიერების სფეროში. მას აქვს ღრმა აკადემიური […]

admin30.06.2025