Saturday, 27 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.03
0.06

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯე სიმიონი დამაჯერებლად ლიდერობს

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა. ხმების 99.6%-ის დათვლის შემდეგ, სიმიონმა 40.6% მიიღო. მეორე ადგილზეა ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი ხმების 21%-ით. რადგან ვერ ცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში 18 მაისს დაუპირისპირდებიან. „ეს მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება კი არა, რუმინული ღირსების გამარჯვებაა. ეს იმ ადამიანების გამარჯვებაა, ვისაც არ დაუკარგავს იმედი და […]

admin05.05.2025

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ალექსეი ნიკოლსკის ფოტოზე: სოხუმის აეროპორტი საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის დაწყების გამო. ამის შესახებ ქართული საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსული ავიაკომპანიის მიერ 2025 წლის პირველ მაისს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის […]

admin02.05.2025

დონალდ ტრამპი 8 მაისს II მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ და 11 ნოემბერს I მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ აწესებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 8 მაისს II მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ და 11 ნოემბერს I მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ აწესებს. „ჩვენი ბევრი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს გამარჯვების დღეს ზეიმობს, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე გაცილებით მეტი გავაკეთეთ II მსოფლიო ომში გამარჯვებისთვის. მე 8 მაისს II მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ და 11 ნოემბერს […]

admin02.05.2025

ირაკლი კობახიძე: მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9%, პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით

მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა. „გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა […]

admin01.05.2025

დონალდ ტრამპი: უკრაინასთან დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, ვიღებთ გაცილებით მეტს, ვიდრე 350 მილიარდი დოლარია

ჩვენ დღეს დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, ჩვენ ვიღებთ გაცილებით მეტს, ვიდრე 350 მილიარდი დოლარია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის თქმით, აშშ-მა უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რადგან სურდა, დაცული ყოფილიყო. ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა ამ შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „შეზღუდვა“ რამე ფორმით, ტრამპმა უპასუხა „შესაძლოა, ასეც იყოს“. „ჩვენ დღეს […]

admin01.05.2025

მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ […]

admin29.04.2025

ჯეი დი ვენსი: უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის სამხედრო გზით დამარცხებასა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის სამხედრო გზით დამარცხებასა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა ჩარლი კირკის პოდკასტში საუბრისას განაცხადა. „ეს თუ არ შეჩერდება, უკრაინელები ომს ვერ მოიგებენ. ვფიქრობ, მეინსტრიმულ მედიაში არსებობს ეს უცნაური აზრი, რომ თუ ეს ამბავი კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება, რუსები ჩამოიშლებიან, უკრაინელები თავიანთ ტერიტორიებს უკან […]

admin29.04.2025

მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ერევანში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობისა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე. საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული […]

admin29.04.2025

ეროვნულმა ბანკმა მარტში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 101.7 მლნ აშშ დოლარით შეივსო

ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას განაგრძობს. მარტში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 101.7 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 4.31 მლრდ. დოლარს შეადგენს.  საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა მოცემულ მომენტში, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის. ამასთან, 2025 წლის […]

admin25.04.2025

ლევან დავითაშვილი: საქართველო და აშშ მზად არიან, ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად განავითარონ

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწის მოადგილეს, სილვია სავიჩს შეხვდა. შეხვედრა აშშ-ში პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ – ს შორის სავაჭრო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ქართულმა მხარემ დააყენა საკითხი “მაღალი დონის […]

admin25.04.2025