Tuesday, 06 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.45 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

მას შემდეგ რაც ტრამპმა განაცხადა, რომ „ცეცხლის სრული შეწყვეტა“ მიღწეულია, ირანმა თქვა, რომ უარს იტყვის დარტყმებზე თუ ისრაელიც შეწყვეტს თავდასხმებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თუ ისრაელი შეწყვეტს თავდასხმებს, ირანიც უარს იტყვის დარტყმებზე. ისრაელს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „ცეცხლის სრული შეწყვეტა“ ირანსა და ისრაელს შორის ძალაში შევა უახლოეს საათებში. აღნიშნულ განცხადებებს წინ უძღოდა ირანის სარაკეტო დარტყმები აშშ-ის საჰაერო ბაზაზე კატარში, რაც ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების პასუხი […]

admin24.06.2025

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ პირველი მოსმენით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა. მომხსენებლის განცხადებით, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა იზრუნოს თავის მოქალაქეებზე, მათი უფლებების აღდგენაზე და ამისთვის სწრაფი, ეფექტური მექანიზმი შექმნას. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული მექანიზმის დასანერგად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით კანონპროექტთა პაკეტი მომზადდა. „საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანი დანაშაულის […]

admin23.06.2025

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

ლიბერთი „ბიზნეს დიალოგის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბანკის პარტნიორები, „აწარმოე საქართველოში“ და „სოფლის განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები. ლიბერთის ინიციატივა – „ბიზნეს დიალოგი“ უკვე მეხუთე წელია რაც ხორციელდება და წარმოადგენს ადგილობრივ ბიზნესებთან შეხვედრების სერიას საქართველოს ყველა კუთხეში. ასეთი შეხვედრების მიზანია, უშუალო კავშირი ლიბერთის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი კარგი […]

admin23.06.2025

ტრამპი ირანში „რეჟიმის ცვლილებას“ არ გამორიცხავს

აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „რეჟიმის ცვლილებაზე“ საუბრობს და ამბობს: „თუ ირანის ამჟამინდელი რეჟიმი ვერ ახერხებს ირანის კვლავ დიდებულად ქცევას, რატომ არ უნდა შეიცვალოს რეჟიმი?“ ირანის ელჩი გაეროში აშშ-ს „აბსურდული საბაბით ომის წარმოებაში“ ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამ ირანულ ბირთვულ ობიექტს დაარტყა. ნავთობზე ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა და ერთი ბარელის […]

admin23.06.2025

შეერთებულმა შტატებმა ირანი დაბომბა, ტრამპმა გააფრთხილა თეირანი, რომ თუკი მშვიდობისკენ არ გადადგამს ნაბიჯს, თავდასხმები „გაცილებით დიდი“ იქნება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე საჰაერო იერიში მიიტანა და ფორდო და სხვა ბირთვული ობიექტები დაბომბა. თეთრი სახლიდან მიმართვისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანი, რომ მან მშვიდობისკენ უნდა გადადგას ნაბიჯი, სხვა შემთხვევაში თავდასხმები „გაცილებით დიდი“ იქნება. ტრამპა  ფორდოსა და სხვა ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებს „ბრწყინვალე სამხედრო წარმატება“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკამ ირანის ძირითადი ბირთვული ობიექტები გაანადგურა. „ამაღამ, […]

admin22.06.2025

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორ კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიტანს თუ არა იერიშს ირანზე

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მომდევნო ორი კვირის განმავლობაში“ მიიღებს გადაწყვეტილებას, წამოიწყებს თუ არა სამხედრო იერიშს ირანზე. ტრამპი მიიჩნევს, რომ ისრაელ-ირანის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოსაგვარებლად „მნიშვნელოვანი შესაძლებლობა“ არსებობს. ირანის მიერ ისრაელის საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმის შედეგად სულ მცირე 71-მა ადამიანმა მიიღო დააზიანება. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს თავდასხმა ნიშნავს, რომ ირანის სულიერ ლიდერს „უკვე არ […]

admin20.06.2025

ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისათვის მარეგულირებელი ჩარჩო შეიმუშავა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისათვის მარეგულირებელი ჩარჩო შეიმუშავა. ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს მომსახურების დივერსიფიკაციას, ოპერაციების გამჭვირვალობასა და ბაზარზე კონკურენციის ზრდას. ახალი წესი განსაზღვრავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის, საქმიანობის უფლების გაცემის პირობებსა და ვალდებულებებს. მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები არ იცვლება მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის, რომლებიც მხოლოდ ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის ოპერაციებით გააგრძელებენ საქმიანობას. თუმცა, […]

admin19.06.2025

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 18 ივნისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება. 2025 წლის მაისში ფასების საერთო დონე წლიურად 3.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და […]

admin18.06.2025

ირაკლი კობახიძე: ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით

ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, დადო სათანადო დასკვნა, რომლითაც არავინ დაინტერესდა და დღეს, ის ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ […]

admin18.06.2025

დიდი ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. „დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივ თანამშრომლობაში. ეს ვალდებულება ასახულია 2019 […]

admin18.06.2025