საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7.3%-მდე გაზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. მისიამ საქართველოში არსებული ბოლოდროინდელი ეკონომიკური ვითარება, პერსპექტივები და რისკები მიმოიხილა. როგორც სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, საქართველოში შენარჩუნებულია ძლიერი ეკონომიკური აქტივობა. „რეალური მშპ 2024 წელს 9.4 პროცენტით გაიზარდა, შიდა პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად. ზრდის მამოძრავებელი ფაქტორი მოხმარება იყო. წინა წლების ზრდაში კი მთავარი წვლილი ინვესტიციებმა და წმინდა ექსპორტმა […]