ნათია თურნავა: 2024 წელს წმინდა გაყიდვებმა შეადგინა 434,75 მილიონი დოლარი, 2025 წლის დასაწყისიდან უფრო მეტი ვიყიდეთ, ვიდრე გასულ წელს წმინდა გაყიდვა გვქონდა
სებ-ის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. წელს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესყიდვები შარშანდელ წმინდა გაყიდვებს ბევრად აჭარბებს, ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში 2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. სებ-ის წლიური ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ჭრილში საერთაშორისო […]