თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაინფიცირებული თანამშრომლის 12 კონტაქტია მოძიებული
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაინფიცირებული თანამშრომლის 12 კონტაქტია მოძიებული. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ დაზუსტებულია დაინფიცირებული თანამშრომლის პირადი კონტაქტები, დეტალური ინფორმაცია მიეწოდა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. უნივერსიტეტში ასევე აცხადებენ, რომ დაინფიცირებულთან სამსახურებრივი კონტაქტის რაოდენობა საკმაოდ მცირეა. „დაინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს უტარდებათ PCR ტესტი, ისინი გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში. […]