რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ თუკი „შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იქნება შესრულებული“, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენაზე მონაწილეობას მიიღებს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე და მესამე მოსმენაზე მონაწილეობას მიიღებს თუკი „შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იქნება შესრულებული“, „წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობისა“ მონაწილეობის გარეშე, ეს კონსტიტუცია და მომავალი არჩევნები არ იქნება სრულფასოვანი“. „მივესალმებით პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი […]