საქართველო

გიორგი გახარიამ ლიეტუვის ელჩთან საქართველოში, გიედრიუს პოუჯუნასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

admin 07.07.2020

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, გიედრიუს პოუჯუნასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. 

საუბარი შეეხო საქართველო-ლიეტუვას ურთიერთობების ძირითად საკითხებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. 

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა გიედრიუს პოუჯუნასს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.