გიორგი გახარია: „მინდა, სამედიცინო დარგის თითოეულ სპეციალისტს მადლობა გადავუხადო იმ თავდადებისთვის, ეფექტური და მაღალი პროფესიონალური შრომისთვის, რომელიც მათ ბოლო 4 თვის განმავლობაში აჩვენეს“
ბოლო წელი ჯანდაცვის სამინისტროსთვის და სისტემისთვის განსაკუთრებით სავსე იყო გამოწვევებით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მედიასთან. მთავრობის მეთაურმა სამედიცინო დარგის თითოეულ სპეციალისტს მადლობა გადაუხადა იმ თავდადებისთვის, ეფექტური და მაღალი პროფესიონალური შრომისთვის, რომელიც მათ ბოლო 4 თვის განმავლობაში აჩვენეს. „ეს არის სამინისტრო, რომელიც ზრუნავს, […]