შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკრაინის სამი მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული პ.ბ., 1990 წელს დაბადებული ა.ხ. და 2000 წელს დაბადებული დ.პ., ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე […]