თბილისის მერიამ ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ახალი ვებპორტალი შექმნა
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, ვებპორტალი – www.findouttbilisi.com შექმნა. ვებგვერდის მიზანი, მოხმარების უპირატესობები და დანიშნულება საზოგადოებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გააცნო. „ახალი ვებგვერდი გაყიდვების ალტერნატიული პორტალია, რომელიც არსებულ ვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორის – ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. მცირე და საშუალო ტურისტული კომპანიები ჩვენგან მხარდაჭერას საჭიროებენ. აღნიშნული პორტალის მეშვეობით კი, ისინი […]