მეორე ქვეითი ბრიგადა 28 წლისაა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 28 წელი შეუსრულდა. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა. საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა და დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და […]