Saturday, 27 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.03
0.06

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამჯერად პეკინის გამზირზე ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბრიდან ამჯერად, პეკინის გამზირზე ამოქმედდება, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კასლაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.   როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, პეკინის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო პავილიონები განთავსდება.  კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად, პრიორიტეტი სწორედ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭოს.  […]

admin15.07.2020

გიორგი გახარია: „თბილისის მერია და თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს, რომ მეტი სიმწვანე იყოს ქალაქში, სადაც ჩვენი შვილები ისეირნებენ“

თბილისის მერია და თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია იყოს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის გახსნის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურმა თბილისის მერიას და კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა და […]

admin15.07.2020

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge ავრცელებს. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1003 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 873-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244.

admin15.07.2020

დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, ამ გზაზე ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს მხრიდან გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა  საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონალური, ისე გლობალური […]

admin14.07.2020

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, მდგრადი სამთო ტურიზმის სექტორში, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ზემო იმერეთის რეგიონებისთვის 860 000 ევროს ოდენობის, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა გამოაცხადა

პროექტ GRETA-ს ფარგლებში (მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა), ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, სამთო ტურიზმის სექტორში, მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული ბიზნეს გარემოს შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. ტურიზმის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 50 000 ევროს ჩათვლით. […]

admin14.07.2020

გიორგი გახარია: „ქართლი ტექსტილი“ 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის

მე არ შემეძლო აქ არ მოვსულიყავი რამდენიმე მიზეზის გამო. მიზეზი ნომერი ერთი, რომ მართლაც, დღეს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რუსთავში შენდება ახალ საწარმო, რომელიც 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, –  განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, „ქართლი ტექსტილის” ქარხნის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, მთავრობის საზრუნავი, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა.  […]

admin14.07.2020

თავდაცვის მინისტრმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

14 ივლისი საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა. საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირს მთაწმინდის პანთეონში პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში მისი მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნეს. ირაკლი ღარიბაშვილი მთაწმინდაზე, […]

admin14.07.2020

საქართველომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიში წარადგინა

საქართველომ, გაეროს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების შესახებ რიგით მეორე ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ეროვნული მიმოხილვა მოიცავს 2015-2019 წლების საანგარიშო პერიოდს და სამთავრობო პროგრამის კვალდაკვალ 3 პრიორიტეტული მიმართულებით წარიმართა – ეკონომიკური განვითარება, ადამიანური კაპიტალის განვითარება/სოციალური კეთილდღეობა და დემოკრატიული მმართველობა. ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს პროგრესის დეტალური ანალიზი […]

admin14.07.2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და […]

admin14.07.2020

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მთავრობის მიერ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისკენ გადადგმული ნაბიჯები სწორი და ადეკვატურია

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ბიზნესსექტორში ლიკვიდობის შესანარჩუნებლად და პრობლემის ხარისხის შესამსუბუქებლად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, კერძო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ადეკვატური იყო, – უცხოელ ეკონომისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მთავრობის მიერ  საინვესტიციო გარემოს, […]

admin14.07.2020