#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო“-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან. პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნის მიზნით, ლიბერთი ბანკმა და […]