Saturday, 27 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.03
0.06

გარდაბნის ორ სოფელში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს

დღეიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში გაფართოებული ტესტირება დაიწყო. ადგილზე ეპიდემიოლოგთა ექვსი ჯგუფია მობილიზებული.  PCR-ტესტი დღეს 700-მდე პირს ჩაუტარდება. გარდაბანში სულ კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ყარაჯალარში 14 შემთხვევაა დაფიქსირებული. სამი ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. 60-მდე ადამიანი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. გუშინ, გვიან ღამით ყარაჯალარიდან და ყარათაკლიადან ლუგარის ცენტრში 126 ტესტი გადაიგზავნა და 75 ტესტის […]

admin21.07.2020

ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ მშვიდობიანად, ნდობით, შერიგებისა და პატივისცემის აღდგენის გზით უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენკენ აფხაზი და ოსი ძმები“

პროგრესისკენ და განვითარებისკენ სწრაფვა ქართველების ბუნებაა. ამიტომაც, მუდამ ერთგული ვართ და ვრჩებით ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, რომელიც ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ განაპირობა და რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და […]

admin20.07.2020

გიორგი გახარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს საქართველოში, მარეკ შჩიგელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს საქართველოში, მარეკ შჩიგელს შეხვდა. მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლზე რეგიონული უსაფრთხოების, ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, საუბარი […]

admin20.07.2020

დღეიდან ნებადართულია ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო, რიტუალური და ა.შ, ღონისძიებების ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა

პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა. საბჭომ გასულ კვირას უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ასევე ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის […]

admin20.07.2020

მიხეილ ჩხენკელი: „ქართული ოცნება არის ის გუნდი, რომლისთვისაც მთავარია თითოეულ მოქალაქეზე, კონკრეტულ ადამიანზე, საქართველოს მომავალზე, ახალგაზრდებსა და განათლებულ თაობაზე ზრუნვა“

აქ უმთავრესი გახლავთ ის, რომ დღეს მაჟორიტარ კანდიდატებად ჩვენ წარვადგინეთ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ღირსეული ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და უანგარო შრომას გააგრძელებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა. „მინდა აღვნიშნო, რომ „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, ის პოლიტიკური პარტია, რომლისთვისაც მთავარია თითოეულ მოქალაქეზე, […]

admin20.07.2020

საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა.  ქვეყანაში სულ 1 039 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 

admin20.07.2020

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენა კოჯორში, „ბიოლის“ კომპლექსში გაიმართა. „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-ვე საარჩევნო ოლქში ეყოლება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა. თბილისის მასშტაბით დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან: საბურთალოს საარჩევნო ოლქი –  დავით სერგეენკო ვაკის საარჩევნო ოლქი – ნოდარ ტურძელაძე გლდანის საარჩევნო […]

admin20.07.2020

საქართველოში კორონავირუსის კიდევ თერთმეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ თერთმეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, ინფიცირებულთა რიცხვი 1039-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა კი – 900-ს. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 232 პირი იმყოფება, კარანტინის რეჟიმში კი 5687 ადამიანი რჩება. საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი 41-ს […]

admin20.07.2020

პოლიციამ ქუთაისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ბ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე […]

admin20.07.2020

პრემიერ მინისტრმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 14 კმ-იანი მონაკვეთი გახსნა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, გურიაში, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 14 კმ-იანი მონაკვეთი გახსნა.  ახალი 4 ზოლიანი გზა, რომელიც  20-30%-ით ამცირებს გადაადგილების დროს,  გვერდს აუვლის სამტრედია-გრიგოლეთის გზის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს, რომელიც ვიწრო, არაკომფორტული და საფრთხის შემცველი იყო როგორც მოსახლეობისათვის, ისე ავტოტრანსპორტისთვის.  „იხსნება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კილომეტრიანი მონაკვეთი. ეს იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. […]

admin18.07.2020