საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავა დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავა წარადგინა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. “ყველასთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური გახდა პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის თანამდებობა. როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, ახალი წევრის შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი; კონკურსში განაცხადი 14-მა კანდიდატმა წარმოადგინა. კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები კი, 9 კანდიდატმა დააკმაყოფილა. ჩემი თანდასწრებით […]