პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს
მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისში ე.წ „ცხელების ცენტრებს” სვანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე 1000-მდე მოქალაქემ მიაკითხა, რომელთაგან […]