სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, ასევე გაიხსნება ბიბლიოთეკები
პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში 15 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისიც აღინიშნა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მზადაა ყველანაირი სცენარისთვის და საგანმანათლებლო სისტემა […]