შს მინისტრმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად, შინდისის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკო
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მოადგილეებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ შინდისში ჩავიდნენ და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს. სოფელ შინდისში, გმირთა მემორიალთან, დაღუპულთა ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. ვახტანგ გომელაურმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათ ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. შინდისის ბრძოლიდან 12 […]