პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მესტიაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს
მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწესებული შეზღუდვები და სწრაფი რეაგირების კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სხდომაზე აღინიშნა, რომ პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები საკმაოდ ეფექტიანად გადაიდგა და ვირუსის აფეთქების საფრთხე შეჩერებულია, თუმცა შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში ამ დრომდე აღებული 1000 ტესტის პასუხი, […]