გიორგი გახარია: „რაჭაში სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე“
რაჭაში სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით მთავრობა 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს. ადგილზე პირველადი საჭიროების სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა. „სამწუხაროდ, რაჭაში გვქონდა საკმაოდ მასშტაბური და მძიმე სტიქია. მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, […]