საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 421 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი, განკურნებულთა რაოდენობა 1 137-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.