ვაკის რაიონში კომბინირებული სპორტული მოედნები მოეწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა გრძელდება. კომბინირებული სპორტული მოედანი – თანამედროვე სტანდარტის მინი ფეხბურთის და კალათბურთის სტადიონები მოეწყო ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ. სტადიონები 1 200 კვ.მ ფართობზე განთავსდა. გარდა ამისა, მოედნები ასევე, მოეწყო ნუცუბიძის III მიკრორაიონის II კვარტლის I კორპუსის მიმდებარედ. აღნიშნულ ტერიტორიაზე, 1 100 […]