საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაინფიცირდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 729 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი, შესაბამისად, განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 321–ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.