Sunday, 19 July 2026
$ 2.63
3.01
£ 3.54
0.03
0.06

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მის მხარდამჭერებზე, რომლებიც ხელმოწერებს აგროვებდნენ, თავდასხმა განხორციელდა

სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი  გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გუშინ, ვარკეთილის მეტროსთან საბანკო სესხების პროცენტების განახევრებაზე ხელმოწერების შეგროვებისას, გარკვეული ჯგუფი, რომელიც, მისი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან არის მართული, მისი პარტიის წევრებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რაზეც პოლიციას შესაბამისი რეაგირება არ ჰქონდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვს. „ვარკეთილის მეტროსთან მოხდა თავდასხმა ახალგაზრდა მოხალისეებზე, რომლებიც აგროვებდნენ ხელმოწერებს […]

admin10.09.2020

ალეკო ელისაშვილი: თვეზე მეტია, მივმართეთ ცესკო-ს, რომ მოგვანიჭონ ნომერი როგორც ახალ დაფუძნებულ პარტიას და ერთი თვეა, პასუხი არ გაგვცეს

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ნომრის მინიჭების თაობაზე ცესკო-ს 11 აგვისტოს მიმართეს, თუმცა საარჩევნო კომისიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ, ეს კი, როგორც ელისაშვილი ამბობს, მათ წინასაარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად წარმართვაში ხელს უშლის. „ჩვენი ხელისუფლება და მისი ყურმოჭრილი დანამატი ცესკო ყველანაირ უკადრებელ წვრილმან ვირეშმაკობას მიმართავენ, რომ ჩვენ ახალ რეგისტრირებულ, ახალ დაფუძნებულ პარტიას შეგვიშალონ ხელი […]

admin10.09.2020

თბილისში სკოლებთან მისასვლელი გზებისა და მიმდებარედ განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების მორეცხვა დაიწყო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ სკოლებთან მისასვლელი გზების, ტროტუარებისა და მიმდებარედ განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების მორეცხვა დაიწყო.  აქციის ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით 700-მდე ნაგავშემკრები კონტეინერი დასუფთავდება. ასევე, იგეგმება საბავშვო ბაღებთან განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების გარეცხვაც. დასუფთავების აქციას, რომელიც დღეს ვარკეთილის მეოთხე მიკორორაიონიდან დაიწყო, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე გაეცნო.  […]

admin10.09.2020

პრემიერ მინისტრმა, ვიცე-პრემიერებთან ერთად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი გახსნა

პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი გახსნეს. მთავრობის მეთაურმა და მინისტრმა ახალი ოფისი დაათვალიერეს, რომელიც 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მორგებულია როგორც პალატის თანამშრომელთა, ისე ნოტარიუსთა პალატის სერვისის მიღების მსურველი მოქალაქეების ინტერესებზე. პირველ სართულზე განთავსებულია საკონსულტაციო ოთახები, სადაც ვიზიტორები […]

admin10.09.2020

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებადა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

admin10.09.2020

ბათუმში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთ-ერთი მათგანი სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, მეორე კი ამავე სამმართველოს დამხმარე პერსონალი. თანამშრომლების ტესტების პასუხები 7 და 8 სექტემბერს გახდა ცნობილი. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. […]

admin09.09.2020

თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღესთან დაკავშირებით უწყებაში განახლებული ფოიე გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შექმნიდან 29 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიმბოლურად უწყების ადმინისტრაციულ შენობაში განახლებული ფოიე გახსნა. თავდაცვის უწყების შემოსასვლელში განთავსდა გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიუსტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს.  მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღე მიულოცა და სახელოვანი სამხედრო პირების […]

admin09.09.2020

თბილისის მერი მოქალაქეებს ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის წესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბოლო დღეების განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი სანქციების გამოწერა უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.  „ვინც ერთხელ მაინც გაიარა ჭავჭავაძის გამზირზე, ცხადია გაუჩნდება კითხვა, თუ როგორ შეიძლება ავტობუსი დაეჯახოს კერძო ავტომობილს. შეუძლებელია, რადგან ყველას აქვს გამოყოფილი თავისი ზოლი […]

admin09.09.2020

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება; 10 სექტემბრიდან იკრძალება ე.წ. სოციალური თუ სარიტუალო ღონისძიებები, როგორებიცაა იუბილე, ქორწილი, ქელეხი და სხვა, მათ შორის ღია სივრცეში; 10 სექტემბრიდან, ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 200 ადამიანამდე იზღუდება; თუმცა აღნიშნული შეზღუდვები საარჩევნო აგიტაციასა და პოლიტიკურ პროცესზე არ გავრცელდება; ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან […]

admin09.09.2020

ხვალიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ძალაში შედის, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.  მისი თქმით, ანალოგიური სისტემა კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე წარმატებით მოქმედებს. „ქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად შემოგვაქვს. ეს თბილისისთვის ახალი მიმართულებაა. ჩვენ მოსახლეობას რამდენჯერმე მივმართეთ, რომ საინფორმაციო ჯიხურებში საკუთარი ავტომობილები დაერეგისტრირებინათ, […]

admin09.09.2020