Thursday, 23 July 2026
$ 2.63
3.00
£ 3.51
0.03
0.06

ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება „კოვიდ 19“-სთვის დამახასიათებელი რამე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

admin02.11.2020

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 650 თბილისში, 389 აჭარაში, 441 კი იმერეთში დაფიქსირდა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 […]

admin02.11.2020

2 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 2 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის ​42 579 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 696-ით გაიზარდა და ის 26 800-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, 7-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის […]

admin02.11.2020

გიორგი გახარია ევროპარლამენტარებს არჩევნებთან დაკავშირებული განცხადების გამო მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ევროპარლამენტარებს არჩევნებთან დაკავშირებული განცხადების გამო მადლობას უხდის. „მადლობა დევიდ მაკალისტერ, მარინა კალიურანდ, სვენ მიქსერ და ვიოლა ფონ კრამონ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი განცხადების გამო. ხალხის ხმა გაისმა საარჩევნო ყუთთან და გამარჯვებული პარტია უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდება მის სახალხო მანდატს“, – წერს გახარია „ტვიტერზე“. ოთხმა ევროპარლამენტარმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. „რთული ეპიდემიოლოგიური კონტექსტის მიუხედავად, გვსურს […]

admin02.11.2020

გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა მას შემდეგ, რაც მის თანამშრომელს, რომელთანაც ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა Facebook-ზე დაწერა. „საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, სადაც ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული – ეს არის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასება. მადლობა თითოეულ მათგანს, საქართველოს დემოკრატიის ერთგულებისთვის, იმისთვის, რომ გლობალური პანდემიის ფონზეც კი, ჩამოვიდნენ საქართველოში და მხარი დაუჭირეს ჩვენს ქვეყანას წინსვლის პროცესში. […]

admin01.11.2020

აშშ-ის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა“

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, თუმცა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“. […]

admin01.11.2020

საარჩევნო უბნების 95%-ზე ხმები დათვლილია და პროცენტები ასე გადანაწილდა – „ქართული ოცნება“ – 48.12%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 26.94%

საქართველოს პარლამენტის, არჩევნების საუბნო შემაჯამებელი ოქმების 95% ხელმისაწვდომია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სპეციალურ ვებგვერდზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. სულ, 3 847 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3626 საარჩევნო უბნის შედეგი. ცესკოში დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ პროპორციული საარჩევნო სისტემით.  როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა […]

admin01.11.2020

საარჩევნო უბნების 91.81%-ზე ხმები დათვლილია და პროცენტები ასე გადანაწილდა – „ქართული ოცნება“ – 48.13, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 26.84%

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს აქვეყნებს – 3 847 უბნიდან 3233 უბნის, 91.81%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პროპორციული არჩევნების ხმები, რომელიც 3532 საარჩევნო უბნის მონაცემებს ასახავს, შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48.13% (846 538 ხმა) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 26.84% (472 […]

admin01.11.2020

კახა კალაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პირველივე ტურში აქვს მოპოვებული მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 76 მანდატი

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველ პარტიას პირველივე ტურში აქვს მოპოვებული გიორგი გახარიას მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 76 მანდატი, რადგან მათ 48%-ზე მეტი მხარდაჭერა დაუფიქსირდათ, რაც კალაძის თქმით, იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიით 62 დეპუტატი გაიყვანა პარლამენტში, ხოლო 30 მაჟორიტარული ოლქიდან კი ამ დროისთვის 14-ში აქვთ გამარჯვება მოპოვებული. კალაძე აცხადებს, […]

admin01.11.2020

1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 1 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 40 727 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 413-ით გაიზარდა და ის 25 104-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, 28-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა […]

admin01.11.2020