Friday, 26 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.03
0.06

დონალდ ტრამპი: მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ პრეზიდენტია, ვუთხრათ, ყურადღება მიაქციოს სიტყვებს, რადგან ძალიან საშიშ ტერიტორიაზე გადადის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევს საკუთარ სიტყვებზე დაფიქრებას ურჩევს. „მე არ მაინტერესებს, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. მათ შეუძლიათ, ერთად დაანგრიონ თავიანთი მკვდარი ეკონომიკა, მე არ მაინტერესებს. ჩვენ ინდოეთთან ძალიან ცოტა საქმიანი ურთიერთობა გვქონია, მათი ტარიფები ძალიან მაღალია, თითქმის ყველაზე მაღალი მსოფლიოში. ასევე, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის […]

admin31.07.2025

კამჩატკაზე მომხდარი 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ ჰავაის და კალიფორნიის სანაპიროს მიაღწია

კამჩატკაზე მომხდარი 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძრვის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ ჰავაის და კალიფორნიის სანაპიროს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მაუის კუნძულის ცენტრალურ-ჩრდილოეთ სანაპიროზე ტალღების სიმაღლე ერთ მეტრს აღემატება. მოსახლეობას კვლავაც მოუწოდებენ, სანაპირო ზოლიდან უსაფრთხო ადგილებზე გადაინაცვლონ. ცუნამი ასევე დაფიქსირდა კუნძულ ოაჰუზეც. ამ ეტაპზე ხელისუფლება მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ არ იუწყება. სტიქიის გამო, ჰავაის მიმართულებით […]

admin30.07.2025

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 30 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. 2025 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 4 პროცენტით გაიზარდა. მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელთან შედარებით  ინფლაციის ზომიერ ზრდას ძირითადად სურსათის  ფასების მატება განაპირობებს, რაც გარკვეულწილად საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე არსებული […]

admin30.07.2025

კამჩატკაზე 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა ფილიპინებზე, ინდონეზიაში, პერუში, ეკვადორზე, ახალ ზელანდიაში, მექსიკასა და ჩინეთში

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს ფილიპინებზე, ინდონეზიაში, პერუში, ეკვადორში, ახალ ზელანდიაში, მექსიკასა და ჩინეთშიც. ფილიპინების მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ცუნამი ფილიპინების სანაპიროს 30 ივლისს საღამოს დაატყდა თავს. ტალღების სიმაღლემ, შესაძლოა, ერთ მეტრს მიაღწიოს. ფილიპინების ხელისუფლებამ 20 პროვინციის მცხოვრებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. ინდონეზიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ცუნამი ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზეა მოსალოდნელი. ხელისუფლება მოქალაქეებს […]

admin30.07.2025

2025 წლის 1-ელი აგვისტოდან უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 ათას ლარამდე იზრდება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოქალაქეები, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი, 750 ათასამდე სესხს, ლარის გარდა, სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ. ცვლილება 2025 წლის პირველი აგვისტოდან შევა ძალაში. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის განცხადებით, დოლარიზაცია კვლავ საქართველოს ფინანსური […]

admin29.07.2025

2026 წლიდან საქართველოში გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისას მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენების მოთხოვნა ამოქმედდება

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილესთან, ვახუშტი ბაგრატიონსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ლევან დარახველიძესთან ერთად, გზების მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა იყო სამინისტროს გადაწყვეტილება – 2026 წლიდან ამოქმედდეს გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისას მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენების მოთხოვნა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გზის ხარისხისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს, 2026 წლიდან სახელმწიფო პროექტებში […]

admin29.07.2025

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის იანვარ-ივნისში 879.5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. ივნისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 266.0 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ივნისის მდგომარეობით 4.7 მლრდ დოლარს შეადგენს.   საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული […]

admin25.07.2025

იანვარ-ივნისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1,971.0 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

2025 წლის II კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,145.0 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.0%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წლის ორ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1,971.0  მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 3.8%). 2025 წლის II კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 15.2%-ით განისაზღვრა და 173.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.0%-ით მეტია. სტატისტიკის […]

admin21.07.2025

იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.8 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 934.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8 პროცენტით მეტია. აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 3 234.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 13.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 8 699.3 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 12.4 პროცენტი […]

admin21.07.2025

ეროვნული ბანკი: CIPS-ი განიხილება, როგორც გადახდების დამატებით საშუალება, რეგიონული დივერსიფიკაციის მექანიზმი და არა – SWIFT-ის ჩამნაცვლებელი სისტემა

ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემასთან (CIPS) თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ახალ შესაძლებლობებს ქმნის სისტემაში ჩართული ბანკებისთვის, გააუმჯობესონ გადარიცხვების ეფექტიანობა საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობით დაკავებული კომპანიებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, CIPS სისტემით შესაძლებელია შუამავალი ფინანსური ინსტიტუტების გარეშე პირდაპირი ტრანზაქციები იუანით, რაც ამცირებს ხარჯებს გადახდის განხორციელების დროს. სებ-ის […]

admin18.07.2025