ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. გასულ წელთან შედარებით, საკრედიტო აქტივობის ტემპი ეტაპობრივად ნორმალიზდა და 2025 წლის ოქტომბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 12.7% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაში მნიშვნელოვანი წილი კვლავ ბიზნეს სესხებმა შეიტანა. 2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან […]