Friday, 26 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.03
0.06

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა, რომელიც 2022 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ახალი დირექტორის წარდგენას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია – ის უზრუნველყოფს საქართველოს […]

admin01.09.2025

ნათია თურნავა: სავალუტო რეზერვების შესყიდვის თვალსაზრისით, 2025 წელი რეკორდული იქნება

წლევანდელი წელი საუკეთესოა საერთაშორისო რეზერვების შესყიდვის თვალსაზრისით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების რეკორდულ ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა. ივლისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, სავალუტო რეზერვები 416.9 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ივლისის მდგომარეობით 5.0 მლრდ დოლარს აჭარბებს. ნათია თურნავას თქმით, რეზერვების აქტიური შესყიდვა აგვისტოშიც გრძელდება და […]

admin26.08.2025

2025 წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88 %-ს შეადგენს. მათივე ცნობით, 2025 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა […]

admin26.08.2025

ტრამპის ადმინისტრაცია 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას პოტენციური დეპორტაციის მიზნით ამოწმებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პოტენციური დეპორტაციის მიზნით 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს, – ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ წერს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ამოწმებენ 55 მილიონზე მეტი უცხოელის მონაცემებს, რომლებსაც აქვთ აშშ-ის ვიზა, ვიზების შესაძლო გაუქმების ან იმიგრაციული წესების დარღვევების გამო დეპორტაციის მიზნით. „ესოშიეითიდ პრესის“ მიერ გაგზავნილ კითხვაზე წერილობით პასუხში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ვიზის […]

admin25.08.2025

ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის დასაწყისიდან საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 1,3მლრდ აშშ დოლარით გაზარდა

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. ივლისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, სავალუტო რეზერვები 416.9 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ივლისის მდგომარეობით 5.0 მლრდ დოლარს აჭარბებს. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც […]

admin25.08.2025

ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპელმა ლიდერებმა თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს. ტრამპმა განაცხადა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაურეკა, რომ ზლენსკისა და პუტინს შორის შეხვედრა მოეწყოს. ზელენსკიმ თქვა, რომ იგი მზად არის პუტინს მარტო შეხვდეს, ან პოტენციურად ასევე, ტრამპთან ერთად. დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის […]

admin19.08.2025

დონალდ ტრამპი: პუტინთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ბევრ რამეზე შევთანხმდით, რამდენიმე დიდ საკითხზე არ გვაქვს შეთანხმება, მაგრამ არის გარკვეული წინსვლა

ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ბევრ რამეზე შევთანხმდით, ვიტყოდი უმრავლეს მათგანზე, რამდენიმე დიდ საკითხზე არ გვაქვს შეთანხმება, მაგრამ არის გარკვეული წინსვლა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალასკაზე ვიწრო ფორმატში მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის საკითხზე შეთანხმება არ არის მიღწეული და შეხვედრასთან დაკავშირებით დაურეკავს უკრაინის პრეზიდენტს, […]

admin16.08.2025

დონალდ ტრამპი: სომხეთი და აზერბაიჯანი 35 წელი იბრძოდნენ, ახლა მეგობრები არიან, ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები

სომხეთი და აზერბაიჯანი 35 წელი იბრძოდნენ, ახლა მეგობრები არიან და კიდევ დიდხანს იმეგობრებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დეკლარაციის გაფორმებამდე განაცხადა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, სომხეთიც და აზერბაიჯანი დიდხანს მიდიოდნენ ამისკენ და ბევრჯერ ეგონათ, რომ შეთანხმება შეძლეს,  თუმცა ეს აქამდე ვერ მოხდა. მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობდნენ […]

admin09.08.2025

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არსებობს შანსი, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები სამმხრივ შეხვედრას დათანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არსებობს პერსპექტივა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები სამმხრივ შეხვედრას დათანხმდნენ. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან განაცხადა. ტრამპის თქმით, ჯერ არ არის განსაზღვრული, სად გაიმართება მხარეებს შორის შეხვედრა, თუმცა არსებობს შანსი, რომ შეხვედრა შედგეს. ჟურნალისტმა ტრამპს ასევე ჰკითხა, რამდენად ახლოს არის ის შეთანხმების მიღწევასთან. „მე არ ვიცი, არ მინდა ვთქვა, რადგან […]

admin07.08.2025

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდება და საქართველო 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდით დახურავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2025 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კი სექტორულ დონეზე საკმაოდ დივერსიფიცირებულია. „2025 წლის პირველ ნახევარში საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.3%-ს შეადგენს, აღსანიშნავია რომ ივნისის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა. ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და სექტორების მიხედვით ზრდაში მაღალი წვლილი შეიტანა ინფორმაციისა […]

admin31.07.2025