ეკონომიკის სამინისტრო: მაღალი ეკონომიკური ზრდა მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს
მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გრძელდება, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ით განისაზღვრა. ამის შესახებ აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში. უწყების ცნობით, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.8%, მეორე კვარტალში 7.3%, მესამე კვარტალში კი 6.5% შეადგინა. „რაც შეეხება ბოლო სამი თვის მაჩვენებლებს: ივლისში ეკონომიკური ზრდა 6.5%, აგვისტოში – 6.6%, ხოლო სექტემბერში 6.4%-ით განისაზღვრა. საქართველოს ეკონომიკაში […]