პანდემიის პირობებში, კიდევ ერთი ქართული საწარმო აფართოებს წარმოებას სახელმწიფოს დახმარებით
ეკონომიკის მინისტრმა პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატებისა და რძის ნაწარმის კონტეინერების მწარმოებელი საწარმო „ალფა პეტი“ დაათვალიერა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით წარმოებას აფართოებს. კომპანია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტით 2018 წლიდან სარგებლობს. ცოტა ხნის წინ ამავე კომპონენტის ფარგლებში მიღებული დახმარებით გაფართოვდა, რის შემდეგაც რძის ნაწარმის კონტეინერების წარმოება დაიწყო. ნათია თურნავას განცხადებით, ეს არის […]