ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი მიესალმებიან ნიკა მელიას დაპატიმრების გაუქმებას და აცხადებენ, რომ „მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავება აღარასოდეს უნდა მოხდეს“
გავლენიანი ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ერთობლივ წერილს აქვეყნებენ, რომელშიც მიესალმებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შეჩერებას და აღნიშნავენ, რომ „მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავება აღარასოდეს უნდა მოხდეს“. ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ბოლო პერიოდის პოლიტიკური მოვლენებით. ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, კეთილსინდისიერ და დამოუკიდებელ სასამართლოს. ბოლო რამდენიმე […]