15 თებერვლის მდგომარეობით, თბილისში გამოვლენილია კორონავირუსის 57, იმერეთში – 31, კახეთში – 17 შემთხვევა
15 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 57, იმერეთში – 31, კახეთში – 17. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 15 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე. ინტენსიური ტესტირების […]