Monday, 31 August 2026
$ 2.61
3.04
£ 3.55
0.03
0.05

პროკურატურამ ცხრა მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით – 336 772,27 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ცხრა მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით – 336 772,27 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის თებერვალში კომპანია – შპს „ამერიკან ტრანსი“ დაარსდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილებს ყიდულობდა და საქართველოში ჩამოჰყავდა. 2019 […]

admin30.04.2021

გიორგი ღიბრაძე: საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება

საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება და ეს აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ. „როგორც არაერთხელ უკვე აღინიშნა, ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს საკოორდინაციო საბჭო, უპირველეს ყოვლისა განპირობებულია ეპიდემიოლოგიური ვითარებით და არსებული რისკებით, რომელიც ამა თუ იმ ღონისძიებას შეიძლება […]

admin30.04.2021

ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო

ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. “ძალიან დამამწუხრა ისრაელში, მერონის მთაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და ვუთანაგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას […]

admin30.04.2021

ავიაციის მარშალი სერ სტიუარტ ფიჩი: „თქვენი პროფესიონალიზმით, მამაცობით, თავგანწირვითა და ერთგულებით ყველა მოკავშირეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ“

„საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეზე, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ალიანსის მიმართ მტკიცე ერთგულებისა და ნატოსთან უნიკალური, ხანგრძლივი პარტნიორობისთვის“, – განაცხადა ნატოს პირველმა სამხედრო პირმა ვაზიანში სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობა ქართულ ჯარს პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის მაღალ შეფასებას აძლევს. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მარშალი სერ სტიუარტ ფიჩი საქართველოში სპეციალურად თავდაცვის ძალების 30 […]

admin29.04.2021

ფინანსთა მინისტრი: საქართველოში ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო

საქართველოში ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მარტში ეკონომიკის 4%-იანი ზრდის შეფასებისას. „რეალურად პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყების შემდგომ, როცა დადებითი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდაში. ზრდა, ასევე, გამოიხატა დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვების ზრდაში, რომელმაც 20 პროცენტს გადააჭარბა მიმდინარე თვეში, წინა წლის […]

admin29.04.2021

საქსტატი: მარტში საქართველოს ეკონომიკა 4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული […]

admin29.04.2021

კობა გვენეტაძე: საქართველომ 3 მილიარდამდე უცხოური ვალუტის შემოსავალი დაკარგა, რამაც შექმნა ზეწოლა გაცვლით კურსზე; მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2022 წლიდან შემცირებას დაიწყებს

ინფლაციის ასეთი ზრდის მიზეზი არის კორონავირუსის გამო შექმნილი არაორდინალური ვითარება არამარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამ ფაქტორების გამო, ინფლაციის ზრდაზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. გვენეტაძემ ლარის გაუფასურების რამდენიმე ფაქტორი განიხილა. „საქართველო, მოგეხსენებათ, არის ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა და კორონავირუსის პანდემიამ ზუსტად ეს სექტორი დააზარალა ყველაზე მეტად. […]

admin28.04.2021

ეკონომიკის მინისტრი: დღეიდან „ენგურჰესი“ მწყობრშია და ელექტროენერგიას აწვდის სრულიად საქართველოს

დღეიდან „ენგურჰესი“ საქართველოს ენერგეტიკის ერთიან ქსელშია ჩართული. სადერივაციო გვირაბის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ, ქვეყნის უდიდესი ჰიდროლექტროსადგურის ჰიდროაგრეგატები უკვე ამუშავდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო 15 წელია, არ ჩატარებულა. შედეგად, ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 20-30-პროცენტიანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით დაახლოებით 90 მლნ […]

admin28.04.2021

პირველი მაისიდან თბილისში, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

პირველი მაისიდან საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ გამზირებსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 2 009 ადგილია განკუთვნილი. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ზურაბ ანჯაფარიძის, მიხეილ შავიშვილის, ვარლამ თოფურიას, მარიჯანის, დავით თავხელიძის, პეტრე ქავთარაძის, ირინე სხირტლაძის, კალისტრატე ქუთათელაძის, მიხეილ ასათიანის, ანა ანტონოვსკაის, გიო ხუციშვილის, იონა ვაკელის, […]

admin28.04.2021

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ალი ნაგიევს შეხვდა. საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით ურთიერთთანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი ტაიგ ეინულაევი, ხოლო, საქართველოს მხრიდან […]

admin28.04.2021