საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
მიმდინარე წლის 3 ივნისიდან საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი შეასრულებს. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ოპერირება ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით დაიწყება, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობისას ფრენების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით რეგულარული რეისები […]