Monday, 31 August 2026
$ 2.61
3.04
£ 3.55
0.03
0.05

ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ოფიციალურად აღიარა, როგორც გენოციდი

„ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ სომეხს, რომელიც 106 წლის წინ დაწყებულ გენოციდს ემსხვერპლა“, – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ოფიციალურად აღიარა, როგორც გენოციდი, რითაც ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ასეთი შეფასება მისცა საუკუნის წინათ მომხდარს, რაც შესაძლოა, აშშ-თურქეთის ურთიერთობების გაუარესების საწინდარი გახდეს. ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში […]

admin28.04.2021

აზიის განვითარების ბანკი: საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 3.5 პროცენტით გაიზრდება

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 3.5 პროცენტით არის მოსალოდნელი, კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) პანდემიის შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისა და შიდა მოთხოვნის გამოცოცხლების ხარჯზე, – ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში. აზიის განვითარების პროგნოზის (ADO) 2021 – ბანკის მთავარი ყოველწლიური ეკონომიკური გამოცემის მიხედვით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 2022 წელს […]

admin28.04.2021

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას, პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას

ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა, ახალი ინიციატივის წარდგენისას განმარტა, თუ რას მოიცავს პროგრამა. „ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების, ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების […]

admin26.04.2021

ფინანსთა მინისტრი: ლარის კურსი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის

ლარის კურსი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ეროვნული ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად კოორდინაციაში მუშაობს, რომ თავიდან იყოს აცილებული ლარის მკვეთრი მერყეობა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის სტაბილიზაცია შეინიშნება და საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები უნდა ჰქონდეს ქვეყანას. „ბოლო მოკლევადიან პერიოდში შეინიშნება სტაბილურობა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ […]

admin26.04.2021

საკოორდინაციო საბჭომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო

3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საბჭომ განიხილა ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკა, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე – საქართველოში. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევებთან ერთად, მზარდია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის […]

admin26.04.2021

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა იწყებს 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროგრამას, რითაც 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა იწყებს ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას, რომელიც გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. „მინდა, დღეს მთავრობის სხდომაზე წარმოგიდგინოთ ახალი ინიაციატივა. ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას. ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტებშის […]

admin26.04.2021

„ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას წარადგენს

დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს ამ ძალიან დიდი ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს, – ამის შესახებ კახა კუჭავამ განაცხადა, რომელსაც „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგენს. „დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო არჩილს გაწეული საქმისთვის. მას ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოუწია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება და მან ძალიან ღირსეულად გაართვა თავი ამ საქმეს. ხოლო, მისი ეს […]

admin24.04.2021

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. „მინდა, გაგაცნოთ სიახლე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებულ იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და […]

admin24.04.2021

პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა. დაზვერვის სამსახურის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან მთავრობის მეთაურმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს. შალვა ლომიძე დღემდე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2014-2020 წლებში – დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; სხვადასხვა პერიოდში იგი […]

admin23.04.2021

ლიბერთისა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას პარტნიორობა – აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის

დღეს, ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს. აგრო დაზღვევის შეძენა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზეა შესაძლებელი. “ლიბერთი ბანკის და ევრონს ჯორჯიას ახალი მასშტაბური პროექტი, ბანკის მომხმარებელ ფერმერებს უმარტივებს ფინანსურ და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომას. ფერმერს შესაძლებლობა აქვს, ბანკში […]

admin23.04.2021