დავით ზალკალიანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავიშოღლუს შეხვდა. მინისტრები მიესალმნენ რუმინეთ-პოლონეთ-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს და უკრაინის მონაწილეობას, რაც კარგ შესაძლებლობას იძლევა რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე მსჯლობისთვის. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თურქეთს საქართველოს ევროპული და […]