მთავრობის სხდომაზე 18 საკითხი განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 18 საკითხი განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს განკარგულება, რომლის მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ 133 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 160 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მათზე განთავსებული საცხოვრებელი ფართებით. გადასაცემი ქონება […]