განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლამდე გადავადდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლის დასაწყისამდე გადავადდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და წამყვან და მენტორ მასწავლებლებს 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე არაერთი შეხვედრა ჩავატარე მასწავლებლებთან მათი მოსაზრებების, […]