ვლადიმერ პუტინი: ყველა, ვინც შეგნებულად დაადგა ღალატის გზას, მოამზადა შეიარაღებული აჯანყება, დაადგა შანტაჟის და ტერორისტული მეთოდების გზას, გარდაუვალ სასჯელს მიიღებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ „გარდაუვალი სასჯელი“ დაეკისრება მათ, ვინც რუსეთის საზოგადოებას ყოფს. მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა „საჭირო ბრძანება გაცემულია“ კრიზისის გასამკლავებლად. მან აჯანყებულების ქმედებას „ზურგში დანის ჩაცემა“ უწოდა. „ვაგნერის“ დაჯგუფების მეთაურის, პრიგოჟინის ხსენების გარეშე, პუტინმა თქვა, რომ ზოგიერთს დიდმა „ამბიციამ“, „დიდი ღალატი“ ჩაადენინა. „მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, შეიარღებული ძალების პირად შემადგენლობას, […]