ჯანდაცვის მინისტრი: ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას, 120 ათას ლარს, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
„ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროგრამის ბიუჯეტში ცვლილებებია. ღვიძლის ტრანსპლანტაციას, სახელმწიფო, სრულად, 120 000 ლარით დააფინანსებს“- განაცხადა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, სიახლე მხოლოდ დაფინანსების წესს შეეხება და სხვა მხრივ, პროგრამა არ იცვლება. „ღვიძლის ტრანსპლანტაციის ღირებულება 120 000 ლარია. ამ დრომდე, მას 70 000 ლარით ვაფინანსებდით. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რთული […]