ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ 2026 წელს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება
2025 წლის ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდის ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა და იანვარში ეკონომიკური ზრდა 7.9%-ით განისაზღვრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი განათლების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების და სხვა სექტორებმა შეიტანა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ასევე საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული […]