„ლიბერთის“ მხარდაჭერით, „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
ლიბერთის თანადგომით, პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციამ, ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ჩაატარა. “ლიბერთი აგრძელებს განათლების მხარდაჭერას და იმ პროექტების ხელშეწყობას, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს, ქონდეთ მომავალი პროფესიის არჩევის მოტივაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციასთან ერთად, მომავალშიც ვგეგმავთ სხვადასხვა საინტერესო პროექტების განხორციელებას და ნიჭიერი მოსწავლეებისა და სტუდენტების წახალისებას“- ავთანდილ ყავრელიშვილი, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორის მოადგილე, დეველოპმენტის […]