Thursday, 08 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ─

გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack ახალ აქციას იწყებს ტანსაცმლის, პარფიუმერიისა და აქსესუარების მოყვარულებისთვის. 26-დან 28 აპრილის ჩათვლით, ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელები მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 40%-მდე შერჩეულ მეგობარ ობიექტებში. მომხმარებლებს, ვინც ჯერ არ არის ლიბერთის მომხმარებელი და სურს CashBack-ით სარგებლობა, უკვე შეუძლიათ მარტივად გახსნან ლიბერთის ანგარიში ონლაინ, ერთი ხელის მოსმით: https://bit.ly/3wF6LjG აქციაში მონაწილე ობიექტებია: 26 – 27 აპრილი – Atelier […]

admin25.04.2024

BBC – ამერიკამ საიდუმლოდ მიაწოდა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები

უკრაინამ დაიწყო შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გამოყენება, რომელიც მას შეერთებულმა შტატებმა საიდუმლოდ მიაწოდა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ, იტყობინება BBC  ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. იარაღი იმ 300 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის ნაწილს შეადგენს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მარტში დაამტკიცა და კიევში აპრილში ჩავიდა. ისინი უკვე სულ მცირე ერთხელ მაინც გამოიყენეს ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ობიექტებზე დასარტყმელად, იუწყება ამერიკული […]

admin25.04.2024

აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისათვის 95 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა 95 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მოიცავს სამხედრო მხარდაჭერას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისათვის.  იგი ორპარტიული მხრადაჭერით – 79-18-ის წინააღმდეგ მიიღეს. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კანონს ხელს ოთხშაბათს მოაწერს. მასში შედის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რომლის მიწოდებაც პენტაგონის თქმით, ომით განადგურებული ქვეყნისთვის შეიძლება „რამდენიმე დღეში“ დაიწყოს.

admin24.04.2024

ირაკლი კობახიძე: დღევანდელი დღე ისტორიულია, აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრას

გილოცავთ, ჩვენ ვართ ისტორიული მომენტის მომსწრე. გაიჭრა ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბი. დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია, ეს თამამად შეიძლება ითქვას – დღეს აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი, 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეშეთი-კობის საავტომობილო გვირაბის გაჭრის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი […]

admin23.04.2024

თბილისში ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების წლიურმა ზრდამ 13.0% შეადგინა, ხოლო 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 41.3%-ით არის გაზრდილი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა. ხოლო, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 41.3 პროცენტით არის გაზრდილი. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების […]

admin23.04.2024

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობასთან დეტალურად განვიხილოთ

„მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობასთან დეტალურად იყოს განხილული იმისთვის, რომ მათი მოსაზრებები გავიგოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მივიტანოთ პარლამენტამდე და ამის საფუძველზე პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამბროლაურში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყების წინ. მოსახლეობასთან შეხვედრაზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა […]

admin23.04.2024

ილჰამ ალიევი: რუსეთი წარმოადგენს ფუძემდებლურ ქვეყანას კავკასიაში უსაფრთხოების თვალსაზრისით და ფართო გეოგრაფიითაც

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვდრა მოსკოვისა და ბაქოს ურთიერთობების განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან კრემლში გამართული შევხედრის შემდეგ განაცხადა. ინფორამციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. „თანამედროვე რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები დაფუძნებულია მეგობრობაზე, ურთიერთგაგებაზე, ურთიერთმხარდაჭერაზე და გამიზნულია შედეგზე. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ვახდენთ მსხვილი სატრანსპორტო პროექტების რეალიზაციას […]

admin23.04.2024

ირაკლი კობახიძე: განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი ეფუძნება პატრიოტიზმსა და ეროვნულ სულისკვეთებას

განხილვების საფუძველზე შედგა საბოლოო სახით განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ღირებულებებსა და პრინციპებს – ეს არის პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დოკუმენტის საფუძველზე გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, საგანმანათლებლო რესურსები და სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას. „მესამე საკითხი უკავშირდება […]

admin22.04.2024

მესტიის აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების ახალი ტერმინალი აშენდება

აშენდება ახალი ტერმინალი მესტიის აეროპორტში, უკვე შეირჩა კონკრეტული კომპანია „გრინ სტუდიო“, რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი, აშენდება ახალი ტერმინალი, თანამედროვე სტანდარტების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშესაწყობად. „მესტიის აეროპორტი – ჩვენ, წინა მთავრობის სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის საერთაშორისო […]

admin22.04.2024

ირაკლი კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება

გვინდა, დავაანონსოთ მნიშვნელოვანი​მეგაპროექტი, რომელიც სწორედ სპორტს უკავშირდება კონკრეტულად ფეხბურთსა და რაგბის. გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად ამ ორი სპორტის სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტადიონის სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. „სტადიონი იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების, […]

admin22.04.2024