Thursday, 08 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ─

BBC – რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა

2022 წლის თებერვლიდან დღემდე, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა, 27 300-ზე მეტი ჯარისკაცი  კი, ბრძოლების დაწყებიდან მეორე წელს დაიღუპა, – იტყობინება BBC დამოუკიდებელ მედია ჯგუფ „მედიაზონასა“ და BBC-ის რუსულ რედაქციაზე დაყრდნობით. როგორც BBC წერს – 50 000 – რუსეთის ოფიციოზის მიერ დადასტურებულ დაღუპულთა რაოდენობაზე 8-ჯერ უფრო მაღალი მონაცემებია, თუმცა რეალურად დაღუპული რუსების რიცხვი გაცილებით […]

admin17.04.2024

სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ. „საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

admin17.04.2024

კორეის რესპუბლიკაში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს

კორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო კორეის რესპუბლიკის მხრიდან  – ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ფეომინ რიუ. გენადი არველაძის განცხადებით, შეხვედრა მნიშვნელოვნად დააჩქარებს მოლაპარაკებების პროცესს. მან […]

admin16.04.2024

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მომხსენებლის, საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონპროექტი შეეხება იმ არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებს, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა. მისი თქმით, ასეთი ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროს […]

admin16.04.2024

მარტში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 36.5%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 746.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 36.5%-ით, 160.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. […]

admin15.04.2024

ირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, აზიაში გამართულ ვაჭრობაზე ნავთობის ფასი დაეცა

ირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ აზიაში გამართულ ვაჭრობაზე ნავთობის ფასები დაეცა. როგორც BBC იტყობინება, ერთი ბარელი ნედლი ნავთობი – ნავთობის ფასების ძირითადი ინდიკატორი საერთაშორისო დონეზე – ორშაბათ დილით, უფრო დაბალ ფასად იყიდებოდა, მაგრამ მაინც 90 დოლარამდე მერყეობდა. თუმცა, ირანის მოქმედების მოლოდინში, ფასები ბოლო პერიოდში გაიზარდა და გასულ კვირას ექვსი თვის მაქსიმუმს მიაღწია. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ […]

admin15.04.2024

ირაკლი კობახიძე: ვთავაზობ აშშ-ის, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველო აფასებს და უფრთხილდება ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენი საგარეო პოლიტიკის […]

admin14.04.2024

CashBack – ის მეგობარი ობიექტის ახალი იდენტობა და გაზრდილი ქეშბექის აქცია

ლიბერთის ლოიალობის პროგრამას CashBack და მის მეგობარი ობიექტს, საინტერესო სიახლეები აქვთ: Beauty Success Georgia რებრენდინგის შემდეგ, მომხმარებლებს ახალი დასახელებით Beauty Scent Georgia დაუბრუნდა და СashBack – თან ერთად ახალ აქციას სთავაზობს! 15 აპრილს, Beauty Scent Georgia-სა და Beauty Scent სილამაზის ინსტიტუტის ჭავჭავაძის ფილიალში,  ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელები შეძლებენ დაიბრუნონ დახარჯული თანხის 30% ანგარიშზე მომენტალურად. გარდა ამისა, Beauty Scent […]

admin13.04.2024

ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა. გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრმა ფედერალურ კანცლერს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას, როგორც ახალ ეტაპს საქართველო-ევროკავშირის […]

admin12.04.2024

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ტესტირების შედეგები ცნობილია

დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ტესტირების ეტაპის მონაწილეთა ნამუშევრების გასწორების პროცესი. დირექტორობის კანდიდატებმა მათ მიერ შესრულებული ნამუშევრებისა და შედეგების სანახავად სისტემაში უნდა გაიარონ ავტორიზაცია. დირექტორობის კანდიდატებს უფლება აქვთ ტესტირებასთან  (ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან) დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინონ საგანმანათლებლო რესურსცენტრსა ან სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 2024 წლის 15 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე. […]

admin12.04.2024